Monday, June 30, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

დღე საინტერესო და მრავალფეროვანი. თითოეული მონაწილის ძალიან საინტერესო პრეზენტაციები. დიდი მადლობა ბათონ დათო მალანიას , ჩვენს ტრენერს,ამ  ძალიან საჭირო ტრენინგისათვის.

Saturday, June 28, 2014

მერვე დღის რეფლექცია

ტრენინგის  მერვე დღეს გადავხედეთ ჩვენი  სასწავლო პროექტის პორთფოლიოს. განვსაზღვრეთ  ნამუშევრის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის გაზიარების  დადებითი მხარეები.

მეშვიდე დღის რეფლექსია

 ვიმუშავეთ ფასილიტაციის რესურსების შემუშავებზე, რაც საშუალებას მოგვცემს სწორი  მიმართულება მიეცეს მოსწავლეებს და ვასწავლოთ მათ ჯგუფში განსახორციელებელი აქტივობები, ასევე -პროექტების განხორციელებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები.

Friday, June 27, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

 ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკები. გავეცანით დიფერენცირებული სწავლების გზების ტიპებს.ვიმუშავეთ  ტესტების შედგენაზე.

მეხუთე დღის რეფლექსია

განვამტკიცეთ პროექტის შეფასების სტრატეგიები.მოსწავლეთა ჩართვა შეფასების პროცესში.ვისწავლეთ დრაივში მუშაობა. აკრეფილი მასალის კონვერტაცია და ბლოგზე განთავსება.

მეოთხე დღის რეფლექსია

გავეცანით  ბუკლეტისა და გაზეთის შაბლონს . ვისწავლეთ დამოუკიდებლად მათი შექმნა. განვიხილეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის შეფასებასების კრიტერიუმები.

Sunday, June 1, 2014

მესამე დღის რეფლექსია

მესამე დღეს ჩვენ განვსაზღვრეთ კონკრეტული სასწავლო მიზნები საგნობრივი სტანდარტებიდან და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე. კიდევ ერთხელ განვიხილეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი, ვისაუბრეთ მის მნიშვნელობაზე პროგრესის შეფასებაში და მოვამზადეთ ბლოგი.

მეორე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეორე დღეს ვისაუბრეთ სასწავლო ნიმუშების შედგენაზე, ბლუმის ტაქსონიმიის,  21-ე საუკუნის უნარებისა და საგნობრივი სტანდარტის გამოყენებაზე პროექტის მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრეში, გავანალიზეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების დასმის ტექნიკა.

პირველი დღის რეფლექსია

                  ტრენინგის პირველი  დღე დაიწყო ჯგუფის წევრების  გაცნობით,  მიმოვიხილეთ ინტელის ძირითადი კურსის მიზანი, გავაანალიზეთ კურსის თითოეული მოდულის მთავარი აქცენტები და მოსალოდნელი შედეგები,ვისაუბრეთ საგაკვეთილო პროცესში ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობაზე, გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს, შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდე .