Monday, June 30, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

დღე საინტერესო და მრავალფეროვანი. თითოეული მონაწილის ძალიან საინტერესო პრეზენტაციები. დიდი მადლობა ბათონ დათო მალანიას , ჩვენს ტრენერს,ამ  ძალიან საჭირო ტრენინგისათვის.

Saturday, June 28, 2014

მერვე დღის რეფლექცია

ტრენინგის  მერვე დღეს გადავხედეთ ჩვენი  სასწავლო პროექტის პორთფოლიოს. განვსაზღვრეთ  ნამუშევრის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის გაზიარების  დადებითი მხარეები.

მეშვიდე დღის რეფლექსია

 ვიმუშავეთ ფასილიტაციის რესურსების შემუშავებზე, რაც საშუალებას მოგვცემს სწორი  მიმართულება მიეცეს მოსწავლეებს და ვასწავლოთ მათ ჯგუფში განსახორციელებელი აქტივობები, ასევე -პროექტების განხორციელებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები.

Friday, June 27, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

 ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკები. გავეცანით დიფერენცირებული სწავლების გზების ტიპებს.ვიმუშავეთ  ტესტების შედგენაზე.